Logo

მეცნიერი ოთარ ჟორდანია გარდაიცვალა

Frontnews image description

85 წლის ასაკში ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი ოთარ ჟორდანია გარდაიცვალა.

ოთარ ჟორდანია 1940 წლის 23 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მოქვში დაიბადა.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს, 1966 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ასპირანტურა უახლესი ისტორიის მიმართულებით.

1967-1995 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტში; პარალელურად, 1973-1993 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1993-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) დირექტორი. 2007 წლიდან სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; 2012 წლიდან პროექტის "აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" სარეცენზიო საბჭოს წევრი.

იკვლევდა საქართველოსა და რუსეთის ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს.

ოთარ ჟორდანია 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის მონოგრაფიების ავტორია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები