მეწყერმა ვანის მუნიციპალიტეტში გზა დააზიანა

ავტორი
Front News საქართველო
მეწყერმა ვანის მუნიციპალიტეტში გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა.
ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თაგები:
ვანი




