“მეწყერული პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებით”

ავტორი
Front News საქართველო
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდმა თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე ის ტერიტორია შეისწავლეს, სადაც მეწყერული პროცესების შედეგად, დიდი ზომის ნაპრალი გაჩნდა.
სპეციალისტები მომხდარს არასწორად დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირებენ.
"მონიშნულია ადგილები, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ კვლევას და შეფასებას, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხე და შევწყვიტოთ უხეში ჩარევა გარემოში. რეალურად, ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადაც არასწორად იყო გეოლოგიური გათვლები გაკეთებული", – განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


