მეუფე გრიგოლი - ერთგვარ ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს

ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ ჩვენ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად და მშვიდობით წარიმართოს ყველაფერი და მაგალითი იყოს ეს ერისთვისაც, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ეკლესია საპატრიარქო ტახტის არჩევნების წინ დიდ გამოცდას - ტესტს გადის.
"მეუფემ ზენონმა თუ რამე თქვა, ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა და ამაზე რა უნდა გითხრათ, აბა.
მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ ჩვენ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად და მშვიდობით წარიმართოს ყველაფერი და მაგალითი იყოს ეს ერისთვისაც.
ერთგვარ ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის და მართლაც ურთულესი მონაკვეთია", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის.
თაგები:
მეუფე გრიგოლი




