Logo

მეუფე საბა - გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნეს მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება

საზოგადოება
30
Frontnews image description

უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.

"მე როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია, ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მიცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.

აქვე, დავსძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია, ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნეს მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი", - წერს მეუფე საბა.

თაგები:

მეუფე საბა
Advertisement