Logo

მეუფე სტეფანე - მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს, 9 წელია, მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას

Frontnews image description

მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია, მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა და ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ენდობა მეუფე შიოს და ხედავს მის ეკლესიისა და უწმინდესი ილია მეორისადმი სიყვარულს.

"მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია. მე არ მჭირდება არავისთან ინტერვიუები, ეს უკვე ნათქვამი მაქვს და არავისთან გავცემ ამაზე ინტერვიუს.

მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია, მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრობლემა იქნებოდა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რაიმე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი, მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და, რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში", - განაცხადა მეუფე სტეფანემ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. უწმინდესმა სიცოცხლეში მის თანამოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირი დატოვა. წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, ან მაქსიმუმ, ორ თვეში აირჩევს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები