მეუფე სტეფანე – პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ

ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწეროს.
როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, “პოლიტიკურ აფერისტებს და პროვოკატორებს” ვერ აფასებს.
“სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტიურად გაუქმდება, აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს, გამიგეთ რა ხდება?! სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


