Logo

მეუფე ზენონი - მე მყავს ჩემი კანდიდატები, ესენი არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან და მათ შორის ავარჩევ

Frontnews image description

მე მყავს ჩემი კანდიდატები, ესენი არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან და მათ შორის ავარჩევ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონ ირაჯაულმა წმინდა სინოდის დაწყების წინ განაცხადა. 

მისივე თქმით, შესაძლოა, მომავალი პატრიარქის ასაკსა და განათლებაზეც იყოს მსჯელობა.

"რაც ჩემთვის ცნობილია, რაც შეტყობინებით მივიღე, საორგანიზაციო საკითხებზე და პროცედურულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. 

რაც შეეხება ასაკს და განათლებას, ამაზე თუ იქნება მსჯელობა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოზიცია, ასაკობრივ ზედა ზღვარს არ ადგენს კანონიკური სამართალი, ამიტომ, კანონიკურად, 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატობიდან ასაკის გამო, მაგრამ ჩვენს დებულებაში ნაჩვენებია, რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი და რამდენადაც არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, იმდენად იგი ექვემდებარება ცვლილებას.

60 და 70 წელი არის ზუსტად ის ასაკი პატრიარქისთვის, მთავარია ფუნქციონირებდეს სისტემა. მღვდელმთავრები არიან, ვისაც შეიძლება უმაღლესი სასულიერო განათლება არ ჰქონდეს, მაგრამ თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება?! რა თქმა უნდა, მე მყავს ჩემი კანდიდატები, ესენი არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან და მათ შორის ავარჩევ", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები