“მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს”
ავტორი
Front News საქართველო
მგონია, გამოჩნდებიან პარტიები, რომლებიც დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერენ და ველოდები, რომ ნაწილს მაინც ვიხილავთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ პოლიტიკურ მხარეებს, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან.
„დანიელსონმა თქვა, რომ დადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება ევროკავშირის პოზიცია, როგორ ხედავს კრიზისი გადაჭრას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინ მოაწერს ხელს და ვინ – არა. პირდაპირ ვიტყვი, ვინც ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ის საკუთარი პარტიული ინტერესის ტყვეობაში დარჩება და უარს იტყვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმაზე.
მგონია, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, ვინც დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამიტომ ველოდები, თუ ყველა არა, ნაწილი მაინც ხელს მოაწერს და მათ პარლამენტში ვიხილავთ. იმედი მაქვს, ხელს მოაწერს „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


