Logo

"მიიღებს ჩაბნელებას მოსკოვში" - ზელენსკი რუსეთს პრობლემებს ჰპირდება, თუ ის უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს თავს დაესხმება

უკრაინა
49
Frontnews image description

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ თუ კიევს ელექტროენერგიის გათიშვით ემუქრება, მიიღებს ელექტროენერგიის გათიშვას მოსკოვში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ცივილიზებული ქვეყნები ველურებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ იწყებენ პირველები და არ არიან აგრესორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტები არიან და არ არის საჭირო სისუსტის ჩვენება. თუ ისინი, მაგალითად, უკრაინის დედაქალაქს ელექტროენერგიის გათიშვით ემუქრებიან, მაშინ კრემლმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთის დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს მას ამ საკითხში.

Advertisement