Logo

“მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში და ყველამ შესაძლოა, მეტი სარგებელი ვნახოთ ბატონი თენგიზის გაწევრიანებით”

საზოგადოება
227
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს.

"ვფიქრობ, რომ თენგიზ ცერცვაძეს მედიის ყურადღება მოაკლდა და ყოველდღე პასკვილებს აქვეყნებს, მე მგონი, სხვა არაფრით არის დაკავებული, ყოველდღე მრავალგვერდიან წერილებს უწერს ხან თავის კოლეგებს, ხან პოლიტიკოსებს და ა.შ. ძალიან ვთხოვ "ქართულ ოცნებას", ირაკლი კობახიძეს: მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში და დავისვენებთ ჩვენც, თვითონაც დაისვენებთ და ყველამ, შესაძლოა, მეტი სარგებელი ვნახოთ ბატონი თენგიზის გაწევრიანებით პოლიტსაბჭოში", – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გუშინ გამოაქვეყნა.

"ბატონი სერგო ჩიხლაძე, რომელიც უაპელაციოდ გვეძახის ყველას „მავნებლებს“?!, „ბედოვლათებს“?! (ჩვენ "მავნებლები“ ვართ და თვითონ „ქვეყნის გადამრჩენი“) და ა.შ. დიდად ბედნიერია იმით, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. ამ დროს იგი თვალს ხუჭავს იმაზე, თუ რამდენად მკაცრია სხვა შეზღუდვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით", – წერს ცერცვაძე. 

თაგები:

Advertisement