მიხაილ პოდოლიაკი – ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ, სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები, მხოლოდ ოთხი ნაბიჯია საჭირო


ავტორი
Front News საქართველო
ძვირფასო პარტნიორებო, არ გსურთ, რომ თქვენს სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები და იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი? ამისთვის გადასადგმელია მხოლოდ ოთხი ნაბიჯი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
“ძვირფასო პარტნიორებო, არ გსურთ, რომ თქვენს სიზმრებში ნახოთ მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები და იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი? ამისთვის გადასადგმელია მხოლოდ ოთხი ნაბიჯი: თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, იმ შემთხვევაში თუ ცის ჩაკეტვა არ შეგიძლიათ; ფრთოსანი რაკეტები/საბრძოლო მასალა მძიმე რეაქტიული სისტემებისთვის; მკაცრი ემბარგო ნავთობზე; რუსეთის გემებისთვის პორტების ტოტალური ჩაკეტვა“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი “ტვიტერზე”.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს