მიხაილ პოდოლიაკი – მზად ვართ, მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გავცვალოთ, თუმცა მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მზად არის, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გაცვალოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
“ეს ნამდვილად ერთადერთი შეთავაზებაა, რომელიც შეიძლება მედვედჩუკს თავში მოუვიდეს და რომელზეც უკრაინას შეუძლია, დათანხდეს. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, როგორც სახელმწიფო, ყველა ადამიანი წავიყვანოთ მარიუპოლიდან, რომ ისინი იქ არ დაიღუპნენ, თუმცა მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან მათთვის მარიუპოლი უკრაინის დაუმარცხებლობის სიმბოლო გახდა. რუსები კი დღეს საერთოდ ფსიქიკურად შეშლილები არიან უცნაურ სიმბოლოებზე. და მათთვის ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლოს დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
რადას დეპუტატმა, პუტინთან დაახლოებულმა ვიქტორ მედვედჩუკმა დღეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა და მათ საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა შესთავაზა.
პროკურატურა სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში დადანაშაულებული მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს