
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და როგორც ჩანს, არც სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს.
“ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვა “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში და ვინ გახდა თავმჯდომარე.
ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ცხადი გახდა ფაქტი, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და უკვე არც სურვილი, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს.
შესაბამისად, ამ არჩევნებში აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა. ეს რეალობაა. ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი მოტივაცია, რომ მეტად აქტიურად და ძირფესვიანად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა დაუშვილმა.
თაგები:
მიხეილ დაუშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს