
ავტორი
Front News საქართველო
რაც ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, “ქართული ოცნება“ არ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო საკითხი, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჩვენ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი კი არ უნდა გვქონდეს, არამედ უნდა ვიყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასული.
“ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესში და უმნიშვნელოვანეს გზაზე ერთი წელი დააკარგვინა ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თაგები:
მიხეილ დაუშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს