მიხეილ პოდოლიაკი – მივაღწიეთ ურთიერთგაგებას, რომ ერთობლივად შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ, ცეცხლის დროებით შეწყვეტის უზრუნველყოფით.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, განვიხილეთ დეტალურად ჰუმანიტარული ასპექტი. ბევრი ქალაქი ახლა ალყაშია. იქ დრამატული ვითარებაა. საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მხრივ. მე წავიკითხავ ოფიციალურ კომუნიკეს.
მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ ერთობლივად შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ასევე განსაკუთრებული სიმწვავის საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებზე მედიკამენტების და საკვები პროდუქტების ჩატანაზე. დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობით შეზღუდული დროით და იმ სექტორებში, სადაც განხორციელდება ევაკუაცია. ამ მიზნით, უახლოეს ხანში მოხდება სპეციალური საკომუნიკაციო არხების ორგანიზება და შესაბამისი ლოჯისტიკური პროცედურების ფორმირება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
თაგები:
უკრაინა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


