Logo

მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო

პოლიტიკა
54
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვაზე შედგა.

მიხეილ ყაველაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში შვილებთან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები