Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა, უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ

პოლიტიკა
116
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

Advertisement