მიხეილ ყაველაშვილი - ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას


ავტორი
Front News საქართველო
"ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით“, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ ყაველაშვილი სასწავლო პროცესში მასწავლებლების როლზე ამახვილებს ყურადღებას.
"ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება. ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს. ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს“,- წერს ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს