Logo

მიხეილ ყაველაშვილი - დღეს კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა რწმენა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება

პოლიტიკა
293
Frontnews image description

დღეს კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთ-საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე მაღალი ნიშნულზეა.

"პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. თურქეთის მხარემ - თურქეთის პრეზიდენტმა, დღეს ეროვნული ასამბლეის სპიკერმა უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს საქართველოს დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამის ორგანიზებისთვის.

ჩვენ შევეხეთ თითქმის, ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. პირველ რიგში, ხაზგასასმელია და ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა რწმენა, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთ-საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება.

ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. მთავარი თემა არის პოლიტიკური შეხედულებები, ის, რომ ორივე ქვეყანა ძალიან დაინტერესებული ვიყავით მშვიდობიანი წიაღსვლებით რეგიონში. იცით, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია ამ შერიგების პროცესში. ჩვენც ხომ მუდმივად ვმონაწილეობდით თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის თემაში და ამას ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი თითქმის, დასასრულს უახლოვდება და თავად, თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულის არის“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.

Advertisement