მიხეილ ყაველაშვილი - ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში

ავტორი
Front News საქართველო
"ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ჟურნალისტის შეკითხვას, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობდეს.
"ის დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რაც შეეხება ამ პარტიებს, მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას გადაწყვეტს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


