Logo

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
177
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერე ჟოან პონს სამპიეტროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები