Logo

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

პოლიტიკა
326
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით.  დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების  გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

Advertisement