Logo

მიხეილ ყაველაშვილი ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

პოლიტიკა
134
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და  სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა.

საეკლესიო მსახურების დასასრულს, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ილია II-ის საფლავი თაიგულით შეამკო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები