Logo

მიხეილ ყაველაშვილი - იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს

Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.

მისი თქმით, უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მის გამოსაჯანმრთელებლად ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს.

"რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს,  პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები