Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან დადგნენ ხელისუფლების გვერდით

პოლიტიკა
183
Frontnews image description

საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და თანაზიარია იმ პოლიტიკის რა პოლიტიკასაც აწარმოებს მთავრობა, ამიტომაც არის მშვიდობა და სტაბილურობა ამ ქვეყანაში, - განაცხადა  პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live”. 

მისი თქმით, იმაში, რომ საქართველო დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლი საპატრიარქოს და სასულიერო პირებს მიუძღვით.

"სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ. მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდი პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა - ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები