მიხეილ ყაველაშვილი - ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას, მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა.
"დღეს იყო საქართველოს დღე. კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. თქვენ ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


