Logo

მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

პოლიტიკა
224
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დაესწრო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად გამართულ საზეიმო მიღებას, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ესწრებოდა.

ღონისძიება პალაცო რეალეში გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები