მიხეილ ყაველაშვილი - კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 სექტემბერს საქართველო-თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩზე მოიწვია.
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"გიდასტურებთ მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისთვის და ასევე, კი მოგიწვიეთ საქართველოში, მაგრამ კარგი იქნება, თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვუყუროთ. დარწმუნებული ვარ, მაგარი თამაში იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს