
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს