მიხეილ ყაველაშვილი - მამუკა ჩარკვიანის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
მამუკა ჩარკვიანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში.
სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას", - წერს ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




