Logo

მიხეილ ყაველაშვილი - მინდა ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს

პოლიტიკა
80
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, მოციგურავეებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა.

მან ასევე მიულოცა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა.

"მინდა ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელს ერს და საქართველოს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს - მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც, ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მთელს საქართველოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები