მიხეილ ყაველაშვილი - მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება

ავტორი
Front News საქართველო
ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, - განაცხადა "იმედთან" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის დაცვა.
"თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და შენი ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავად იგრძნოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესი და სამშვიდობო პოლიტიკა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
"არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირის წევრობაზე, არასდროს გვითქვამს უარი ვინმესთან კომუნიკაციაზე. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ოღონდ იქვე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთან ცვლილებები მოხდება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და არა ვინმეს დაკვეთით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




