Logo

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

პოლიტიკა
113
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება.

ბრატისლავის მ.რ. შტეფანიკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე, შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს რიხარდ რაშის.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები