Logo

მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა

პოლიტიკა
218
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიბა ევროპის პრეზიდენტს,  ხორხე გარბახოსას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო, რომელიც თბილისში ტარდება.

მიხეილ ყაველაშვილმა ფიბა ევროპის პრეზიდენტს  საქართველოსთვის ნდობის გამოცხადებისა და პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობის უფლების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ფიბასთან  მჭიდრო თანამშრომლობა  ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

"დიდად ვაფასებთ ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის ფიბას მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ძალისხმევას. ჩვენ გვჯერა, რომ ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა არის ქართული კალათბურთის მომავალი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ  ტურნირი საქართველოში კალათბურთის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Advertisement