Logo

მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს "მიჯაჭვული პრომეთე" დაესწრო

საზოგადოება
36
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის დასს უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა.

"უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც  ყოველ ჯერზე ახალ  ინტერპრეტაციას გვთავაზობს და გვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის  დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთე“ პრემიერა 2024 წელს შედგა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები