
ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქმედებაა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს პოზიცია თავიდანვე გამჭვირვალობაზე, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და ბიზნესის შემოთავაზებების განხილვასა და ღია თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.
"დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იქნება პორტის მფლობელი, ექნება მართვის პაკეტი, თუმცა, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესი განახორციელოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია და შუა დერეფნის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქმნის საფუძველს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს