Logo

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

პოლიტიკა
97
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე სიონის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები