მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს დენისა საკოვას შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე.
ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




