Logo

მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
299
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ასევე იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა.

"ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement