Logo

მიხეილ ყაველაშვილი - უთანხმოება მაკრონს და მერცს შორის ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ევროკავშირის დასასრულს ხედავენ თუ ომი დასრულდა

პოლიტიკა
127
Frontnews image description

ბოლო წლებმა და განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებულმა საომარმა ვითარებამ, ხელისუფლებას ძალიან კარგი გამოცდილება შეგვძინა, პრაგმატული, გონიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან აღნიშნული ომის თავიდან აცილებას ითხოვდა.

"პირველივე დღიდან ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელიც ითხოვდა, რომ არ შეიძლება ეს დავუშვათ, სასწრაფოდ შეიკრიბეთ დიდი ქვეყნები, რომ როგორმე ეს ომი ავიცილოთ და ეს უბედურებები, რაც შემდეგ განხორციელდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით. გვსურს, რომ მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ ამისკენ ვიყავით ყოველთვის მოწოდებული“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მაგრამ პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას.

"ერთია, თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მეორე მხრივ პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას. უთანხმოება მაკრონს და მერცს შორის ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ევროკავშირის დასასრულს ხედავენ თუ ომი დასრულდა. სამხედრო წარმოებაზე გადავიდა მთლიანად მათი ეკონომიკა და დამოკიდებულება. ამ გამოწვევებში, ამ ქაოსში, ჩვენ ვცდილობთ სამშვიდობო პოლიტიკა განვავრცოთ და ვცდილობთ იმათთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვისაც იგივე შეხედულებები აქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ, სადმე, რაიმე არასწორად გააკეთა. მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა ჩვენი ქმედებები ამ ომთან დაკავშირებით, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები