Logo

მიხეილ ყაველაშვილი ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

პოლიტიკა
36
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

"შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა  კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. ასევე, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Advertisement