მიხეილ ყაველაშვილი - ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს

ავტორი
Front News საქართველო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყაველაშვილის თქმით, ქართველი ხალხი შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს იზიარებს.
„ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას – ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენს გვერდითაა“, – წერს ყაველაშვილი.
აფეთქება პირველ იანვარს სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 115 ადამიანი კი დაშავებულია. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




