Logo

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

პოლიტიკა
81
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

გუნდური ტურნირის პირველ დღეს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილებმა და ანასტასია გუბანოვამ იასპარეზეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაზე მიხეილ ყაველაშვილი პოლონელ კოლეგას კაროლ ნავროცკის, ასევე ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც საქართველოს მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან.

მილან-კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები