
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ გლობალური ნავიგაციის ნაწილი, რადგან ჯერ კიდევ კოლხური ცივილიზაციის დროიდან იწყება მაღალი გამავლობის გემებისა და საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების ისტორია.
"დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა. ამ პროცესში თქვენი როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში, ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი, დროშა და ღირსება გაგაქვთ“, - მიმართა შეკრებილ მეზღვაურებს მიხეილ ყაველაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების დამსწრე და შორეულ ნაოსნობაში მყოფ მეზღვაურებს და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია.
დღევანდელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა.
ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს