Logo

მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

პოლიტიკა
94
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობა - დევინის ციხესიმაგრე დაათვალიერა.

მაღალი კლდის თავზე აგებულ დევინის ციხესიმაგრეს ისტორიულად სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - სწორედ აქედან კონტროლდებოდა სავაჭრო და სამხედრო გზები.

მიხეილ ყაველაშვილი დევინში დელეგაციის წევრებთან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ სამხარაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები