მიხეილ ყაველაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან ერთად „ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა.
პრეზიდენტის სასახლეში ქართველ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.
მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა მათი პროფესიონალიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მისი თქმით, საქართველო ღირსეულად პოზიციონირებს, რაშიც საქართველოს ელჩებს დიდი წვლილი მიუძღვით.
"ყველა ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია და ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორ ღირსეულად პოზიციონირებს თავისი ეროვნული ინტერესით, თავისი ხედვითა და გონიერი ქმედებებით და, რა თქმა უნდა, ამაში თქვენი წვლილიც დიდია.
იყავით ძლიერები, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი პატარა საქართველო იმ ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობთ და იცოდეთ, რომ ყველა გიჭერთ მხარს, მთელი საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




