მიხეილ ყაველაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი შესრულდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




