Logo

მიხეილ ყაველაშვილმა კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პოლიტიკა
171
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო კონსტანტინე მარდალეიშვილს საქართველოში ონკოლოგიური ქირურგიისა და მედიცინის განვითარებისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის გადაეცა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კონსტანტინე მარდალეიშვილი გამორჩეული ექიმია და მისი ღვაწლი განსაკუთრებული და დასაფასებელია.

"ვულოცავ ბატონ კოტეს საპატიო ჯილდოს, ბრწყინვალების ორდენს. ის გახლავთ გამორჩეული ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ონკოლოგიაში შექმნა თანამედროვე საშუალებები, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინა. მისი ღვაწლი, მისი შრომა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ხალხის სიყვარული მისდამი და ნამდვილად გახლავთ, არა მარტო სამედიცინო სფეროში, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი. მოხარული ვარ, რომ დღეს მას გადავეცი ჯილდო“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მისი მოადგილე თეა გიორგაძე და კონსტანტინე მარდალეიშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილმა კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ... - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2011 წლიდან