Logo

მიხეილ ყაველაშვილმა პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

პოლიტიკა
184
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე და აღინიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული გულწრფელი სამძიმრის და თანაგრძნობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები